10:10 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:03:39, 1630 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. 

უწყების ცნობით, სწავლებების დროს, სტუდენტები მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები  როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის ტარდება. 
ამჟამად,  ლაბორატორიაში სწავლება  ევროკავშირის „ტემპუსის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და პროფესიული კოლეჯის „მერმისის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს უტარდებათ. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.

 მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის.

 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics