|
2017-06-08 12:46:16, 2424 ნახვა
მსოფლიო
FBI-ის ყოფილი დირექტორი: ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას მთხოვდა
ამერიკის შეერთებული შტატების FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და ამაში ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების მონაწილეობას იძიებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. BBC-ის ინფორმაციით, მედიისთვის კომის განცხადება გახდა ცნობილი, რომელიც მან სენატის საგამოძიებო კომიტეტზე უკვე წარმოთქვა. მედია საშუალების ცნობით, ამ განცხადებაში კომი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას თხოვდა. სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჯეიმს კომი 27 იანვარს ტრამპთან ერთად საქმიანი ვახშმის დეტალებს იხსენებს. ბიუროს ყოფილი დირექტორის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი გამოძიების ფედერალურ ბიუროზე „პატრონაჟის მსგავსი ურთიერთობის“ დამყარებას ცდილობდა. „ამან ძალიან შემაშფოთა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტრადიციულად დამოუკიდებელი სტატუსი აქვს“, - განაცხადა კომიმ. დონალდ ტრამპმა ყოფილ მაღალჩინოსანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე მინდა ერთგულება. ველოდები ერთგულებას.“ კომის თქმით, პრეზიდენტი მას ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა, რომელიც აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტების დამალვაშია ეჭვმიტანილი. „იმედი მაქვს, თქვენ თავს დაანებებთ გამოძიებას და ფლინს, ის კარგი ბიჭია“,- ასე მიმართა მაშინ დონალდ ტრამპმა კომის. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპთან 30 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარსაც იხსენებს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიება „ღრუბელია“, რომელიც მას ქვეყნის მეთაურის რანგში მოქმედებებში უშლის ხელს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)