|
2017-06-08 10:01:51, 2448 ნახვა
მსოფლიო
ანდამანის ზღვაში მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები და დაღუპული მგზავრები აღმოაჩინეს
მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც გუშინ რადარებიდან გაუჩინარდა, ანდამანის ზღვაში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან რამდენიმე ცხედრის ამოყვანაც შეძლეს. სამძებრო –სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ამ დრომდე გრძელდება. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე, კატასტროფის მიზეზები უცნობია. სამძებრო ოპერაციებში 9 სამხედრო ხომალდი და 3 თვითმფრინავია ჩართული. შეგახსენებთ, რომ სამხედრო თვიტმფრინავი რადარებიდან გუშნ გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 122 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 15 მცირეწლოვანი. ის მიეიკიდან იანგუნის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამხედროების ოჯახის წევრები ისხდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)