|
2017-06-07 13:28:38, 2530 ნახვა
მსოფლიო
ირანის უშიშროების სამსახური: დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა
ირანის უშიშროების სამინისტროს კონტრ-დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი დაჯგუფების განეიტრალება ტერორისტული თავდასხმის განხორციელებამდე შეძლეს, თუმცა თავდასხმა პარლამენტსა და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე, ორმა ჯგუფმა განახორციელა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელები ირანის პარლამენტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაირუპა, მათ შორის დაცვის ერთი წევრი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)