|
2017-06-07 11:31:02, 2084 ნახვა
საზოგადოება
„არა მასწავლებლის ექსტრადირებას“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ასამდე ადამიანია შეკრებილი. ისინი მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას ითხოვენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ მისი თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას. მათივე განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „თავისუფლება ემრე ჩაბუქს“; „მასწავლებლობა დანაშაული არ არის“; „გაათავისუფლეთ განათლების ელჩი მუსტაფა“; „არ მჯერა სიტყვების, მჯერა ქმედებების“; „გადაარჩინე მასწავლებელი - გადაარჩინე სიცოცხლე“; „არა მასწავლებლის ექსტრადირებას“. აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ამასთან, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ მხარდამჭერებს სიმბოლურ მაისურებს ურიგებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ფოტოთი და წარწერით „გაათავისუფლეთ მუსტაფა“. შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მუსტაფა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული. აქციის ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)