|
2017-06-06 11:31:46, 2388 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.თ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ო. ს.-სთან და ა.ე.-სთან, რა დროსაც გ.თ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ო.ს.-ს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა, ხოლო ა.ე.-ს თხემის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა. „ვინაიდან გ.თ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). სასამართლომ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დაუსწრებლად სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)