|
2017-06-05 18:02:14, 1821 ნახვა
საზოგადოება
„ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ“ დასუფთავების აქცია გამართა
დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ“ ქუთაისში, სალოკომოტივო დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გამართა. ასოციაციის მიერ ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ტერიტორია სპეციალურად იქნა შერჩეული. 140 წლის წინ, 1877 წელს რკინიგზის ,,რიონი - ქუთაისის" განშტოების მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდა და შესაძლებელი გახდა ქუთაისიდან მატარებლით მგზავრობა. შესაბამისად, დღეს გამართული დასუფთავების აქცია, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ აღნიშნულ საიუბილეო თარიღს მიუძღვნა. 5 ივნისი კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის დღედ 1972 წლიდან გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია წელს პირველად შეუერთდა. რკინიგზელთა ასოციაციის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლები. რკინიგზელებს გარემოსდაცვით სამუშაოებში საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის ,,GR Logistic & Transit"-ის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ. საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აქციაში ქუთაისის ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისები"-ს სამსახური ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია 2012 წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მიზანი რკინიგზის სექტორის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ხელშეწყობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას იღებენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 % ფინანსდება. გასულ წელს ,,სარა"-მ საქართველოს რკინიგზასთან ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სარკინიგზო სასწავლო ლაბორატორია დააარსა. ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის პრიორიტეტი საგანმანათლებლო პროექტებია, თუმცა, აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებსაც.
(R)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)