|
2017-06-04 13:17:41, 1959 ნახვა
საზოგადოება
დადგენილება სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ ძალაში 2017 წლის 1 აგვისტოდან შედის
სოფლის მეურნეობის სამინისტრის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სტუქტურებმა 2015 წელს განახორციელეს პროექტი „ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემუშავდა სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები, რის საფუძველზეც მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებით განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა (100 გ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს, ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს), რომელიც ძალაში 2017 წლის 1 აგვისტოდან შედის. სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის და მისი მავნე ზეგავლენის განსაზღვრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის და რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსს, დანიის ნუტრიციის საბჭოს ვიცეპრეზიდენტს, სტინ სტენდერს შეხვდნენ და სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის კუთხით არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ დანილმა მეცნიერმა, სტინ სტენდერმა ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის შემცველი ქიმური ნივთიერების უარყოფითი ზეგავლენა შეისწავლა. აღნიშნული მიმართულებით, მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. სტინ სტენდერმა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ტრანსცხიმების შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღო. ამ კვლევის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში სურსათში არსებულ ტრანსცხიმებთან დაკავშირებული რისკების თავიდა აცილების სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრაში. ვიზიტის ფარგლებში, სტინ სტენდერმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სემინარი გამართა თემაზე - „ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში“. (NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)