21:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 14:08:26, 2759 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძესა და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

საუბარია შპს „ფლაი აჭარასთვის“ საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმეზე.

როგორც კომპანია „ფლაი აჭარას“ წარმომადგენელმა ნოდარ კაკაბაძემ განაცხადა, მისთვის სამხედრო ტექნიკის ჩამორთმევაში უშუალოდ ბაჩო ახალაია მონაწილეობდა. 

ასევე კაკაბაძემ გაიხსენა დაკავების პერიოდი და აღნიშნა, რომ 2009 წელს მისი კომპანიის ქონებით დაინტერესების შედეგად, კომპანიის 2 უკრაინელ მფრინავთან ერთად უკანონოდ დააკავეს. 

რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კი, „ფლაი აჭარის“ წარმომადგენლობამ აღნიშნულის შესახებ აცნობა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შედხვედრა გამართა. 

ამის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს. 

„მას შემდეგ რაც გამათავისუფლეს, მოვიდნენ კომპანიაში და წაიღეს რამდენიმე ასეული ათასის ქონება, რომელიც განთავსდა „დელტას“ საწყობში. მოვითხოვ, რომ დაისაჯოს ბაჩო ახალაია და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“, განაცხადა ნოდარ კაკაბაძემ. 

კომპანია „ფლაი აჭარის“ წარმომადგენლები პროკურატურაში მათ ინტერესების დამცველ იურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics