|
2017-06-01 12:11:54, 1883 ნახვა
საზოგადოება
კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი ათი იმპორტირებული სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერებებია
ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება დი2 ეთილჰექსილფტალატი აღმოჩნდა. საუბარია იმპორტირებულ სათამაშოებზე. არსებული კვლევების გამო, სახალხო დამცველი კამპანიას “უსაფრთხო სათამაშო“ იწყებს. კამპანიის ფარგლებში საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ადვოკატირება, ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგება, ბიზნესექტორის პასუხისმგებლობის და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა დაგეგმილი. ,,ქვეყანაში უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს იმ სათამაშოებს, რომელიც ბაზარზე ვრცელდება. სამწუხაროდ, შემოწმების მიხედვით დადგინდა, რომ ამ სათამაშოების დიდი ნაწილი შეიცავს გარკვეულ ნივთირებებს, რომელიც ბავშვების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ვალდებულება შეურთდეს ევროკავშირის სპეციალურ დირექტივას 2019 წლის სექტემბრამდე, თუმცა მანამდე სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ზოგადად დარეგულირდეს არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს გარკვეული მონიტორინგის მექანიზმის შექმნასაც, რომ შემოწმდეს სათამოები ქვეყანაში, ამაღლდეს ცნობიერება. ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის საბავშვო ბაღებში, რომ იყოს გარკვეულწილად შემოწმებული ის სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებშია“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)