|
2017-06-01 11:27:09, 2127 ნახვა
სამართალი
„გაათავისუფლეთ მუხთარლი“ - მორიგი საპროტესტო აქცია სუს-თან მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ადგილზე ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი წარწერით - „რამდენი ტონა ნავთობი ღირს თავისუფლება“, „გაათავისუფლეთ მუხთარლი“, „არ ენდოთ ალექსანდრე ჯეჯელავას“. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებას სტვენით აპროტესტებენ. ამასთან, მათ პროტესტის ნიშნად თავზე შავი პოლიეთილენის პარკები აქვთ ჩამოცმული. ადგილზე იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს. ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ავალიანის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)