|
2017-05-31 19:47:04, 1940 ნახვა
საზოგადოება
თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა, რაც შესაძლოა რუსულ ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში შვიდ მოსწავლეს სამართალდამცველებმა სხეულზე ნაკაწრები აღმოუჩინეს - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, 13-14 წლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს, რაც შესაძლოა ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" უკავშირდებოდეს. სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, რომ ბავშვების სხეულზე დაზიანებები მანდატურმა შენიშნა. მისივე თქმით, მოსწავლეები თამაშში უფროსკლასელმა ბიჭმა ჩართო. აღნიშნულ თემაზე განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებმა ინტერნეტთამაშთან კავშირი უარყვეს. მიუხედავად ამისა, მინისტრის მოადგილე მშობლებს რისკების შესახებ აფრთხილებს. „ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გვქონდა ამ რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაბამისად, მანდატურის სამსახური ტრენინგებს უტარებს სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს. ერთი თვის წინ, გარკვეული ტალღის აგორებასთან დაკავშირებით, ასევე, შემოსულ ინფორმაციას დავეყრდენით და ვთხოვეთ სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს, რომ გააფრთხილონ მშობლები, დაკვირვებით იყვნენ, მაქსიმალურად გათვალონ რისკები და დააკვირდნენ შვილების ქცევას. ასევე, მასწავლებლებს აქვთ დავალება, რომ დაკვირვებით იყვნენ, მოსწავლეს თუ აღმოაჩნდება რაიმე ისეთი ნიშანი - როგორიცაა ხელების დასერვა, სწრაფად მოახდინონ რეაგირება. დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, განმეორებით გავაფრთხილეთ სკოლები, რომ კვლავ გააგრძელონ მშობლებთან კომუნიკაცია. თითოეულმა დამრიგებელმა აუხსნას მისი კლასის მშობლებს, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მათი შვილების ამ თამაშში ჩართვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ თამაშში ჩართვა და კომუნიკაცია საღამოს პერიოდში ხდება და ამიტომ, ოჯახის წევრების მხრიდან ნამდვილად სჭირდება დაკვირვება და მონიტორინგი, რას თამაშობს ბავშვი, რომელ საიტებზე შედის და რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ კონკრეტულ თამაშში ჩართვა“, - განაცხადა ლია გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში 12 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. მან იაშვილის კლინიკის ექიმებს უთხრა, რომ შემდეგი, ვინც თვითმკვლელობას ეცდებოდა, ბიჭი იქნებოდა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან. პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)