05:04 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 14:03:03, 1887 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International: აზერბაიჯანელ ჟურნალისტს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება

Amnesty International-ში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში "გაუჩნარდა", წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, ჟურნალისტი უნდა გაათავისუფლონ.

"ეს ქვეყანა ცნობილია, მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების მიმართ. ჟურნალისტი რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ. ის უნდა დაიცვან წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან. ის დააპატიმრეს არაკანონიერად, მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო", - განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს,  გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics