|
2017-05-31 12:31:03, 1743 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დელეგაცია კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის კახა ოქროჯანაშვილის ხელმძღვანელობით, მექსიკის ქალაქ კანკუნში საქართველოს დელეგაცია კატასტროფის რისკის შემცირების 2017 წლის გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში, კახა ოქროჯანაშვილი გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ პაულა ალბრიტოს შეხვდა. შეხვედრაზე კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ. გლობალური პლატფორმის მოსამზადებელ სესიაზე სიტყვით გამოვიდა საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი, საქართველოში გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს „სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამის“ ეროვნული კოორდინატორი რუსუდან კახიშვილი. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის პრიორიტეტები და ამ კუთხით საქრთველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო. 2017 წლის გლობალური პლატფორმა კატასტროფის რისკის შემცირების საკითხზე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი და სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯია. ღონისძიება, რომელზეც ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების და მათი თანმდევი ეკონომიკური დანაკარგის შემცირების საკითხებს განიხილავენ, მექსიკის ქალაქ კანკუნში 22-26 მაისს გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების 6 ათასამდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართული მხრიდან გლობალურ პლატფორმაში ასევე მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “ASB საქართველო“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების - “საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ და “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენლები. „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“ ითვალისწინებს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვის მექანიზმების შემუშავებას. დოკუმენტით განსაზღვრულია შვიდი გლობალური მიზანი, რომელთა მიღწევაც აუცილებელია 2020-2030 წლებისთვის. მათ შორისაა კატასტროფის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობისა და ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგების შემცირება, ადრეული შეტყობინების სისტემების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბუნებრივი კატასტროფის რისკის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და სხვა. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო ჩარჩო პროგრამის შემუშავების პროცესში, რომელიც სენდაიში (იაპონია) გამართულ გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების მესამე მსოფლიო კონფერენციაზე 2015 წლის მარტში დამტკიცდა.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)