20:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 11:05:30, 2206 ნახვა

სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის „მოკვდინების“ მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

„მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება“,-ასე განმარტა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ  მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც მეუფე პეტრეს ეხებოდა.

როგორც ქარჩავამ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მოკვდინებაში არა ფიზიკური, არამედ სულიერი განადგურება იგულისხმა.

„მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, მის მიმართ უმძიმესი, მომაკვდინებელი ბრალდებების წაყენება და ამ ბრალდებების ტირაჟირება. ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება ანუ მეუფე პეტრე უკვე დიდი ხანია, გავიდა ეკლესიის ფარგლებიდან,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრემ თავი ეკლესიის გარეთ დააყენა და ბევრჯერ არ დაემორჩილა საპატრიარქოს, რის გამოც, თავად აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ასაჯაროებს სხვადასხვა მტკიცებულებებს, სადაც მეუფე პეტრეს სურვილები იკვეთება.

მან ასევე განმარტა, რომ თავისი ქმედებები საზოგადოების სრულად ინფორმირებისკენ არის მიმართული.

„ჩემს ადგილას სასულიერო პირი, რასაც მე ვაკეთებ ამას სასულიერო პირი ვერ გააკეთებდა მეუფე პეტრეს წინააღმდეგ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

თუმცა, მას არ დაკონკრეტებია, ზუსტად რას ელის საზოგადოების ინფორმირების შემდეგ თავად მოსახლეობიდან.

ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არა მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ, არამედ მეუფე პეტრეს განცხადებებიდან გამომდინარე, თავად ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ ყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics