|
2017-05-31 08:15:22, 1637 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: არ უნდა გაჩნდეს ეჭვი, რომ სახელმწიფო გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას
არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას, - ამის შესახებ ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაშია ნათქვამი, რომელიც თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. „როგორც საქართველოს სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი, გუშინ, 29 მაისს, საღამოს, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ – ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიმდინარე წელს მიღებულ 2141 (2017) რეზოლუციაშიც მითითებულია აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიასა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებთან მიმართებაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)