|
2017-05-30 16:08:17, 1966 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი აუცილებლად მიიჩნევს, ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე მონიტორინგი პირადად განახორციელოს
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარეობას ეხმაურება და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვის დაუსაბუთებლად დახურვა არ ემსახურება მართლმსაჯულების მიმართ საყოველთაო ნდობის ამაღლებას, გამორიცხავს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და არ შეესაბამება არსებულ საპროცესო–სამართლებრივ ნორმებს. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ნიშანდობლივია, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე – ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული აქტები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენენ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ისინი ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროცესის სრულად დახურვის შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პირადად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს პატივისცემას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, იმედოვნებს, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე. სახალხო დამცველი ზემოხსენებული საკანონმდებლო გარემოებების განმარტების მიზნით, უახლოეს დღეებში წერილობითაც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს“,-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას. ნანუაშვილის თქმით, მოსამართლის არგუმენტი იყო, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)