|
2017-05-29 13:42:13, 1892 ნახვა
საზოგადოება
ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ხუთი კანდიდატი სამართლიანად არ არის შერჩეული
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთი კანდიდატი სამართლიანად არ არის შერჩეული. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კომისიამ ძირითად ფუნქციას ვერ გაართვა თავი, რომ ძლიერი კანდიდატები ხუთეულს მიღმა არ დარჩენილიყვნენ. "გუშინ და გუშინ წინ, ნამდვილად გვქონდა ფართო არჩევანი რამდენიმე ძალიან ძლიერ და ძლიერ კანდიდატებს შორის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემადგენლობაში ვერ მოხვდა. გზავნილი კომისიის და სახელისუფლებო წევრების მიმართ, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ასეთია, მოსამართლეები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ზეწოლას მათ ხელისუფლება არ ახვედრებს ხუთეულში, სწორედ იმიტომ რომ ასეთები არიან და ისინი, ვინც იყვნენ წლების განმავლობაში და რჩებიან მორჩილ მოსამართლეებად, მათ აძლევს შესაძლებლობას ასეთ მაღალ პოზიციაზე, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან ხუთი კანდიდატი შეარჩია. ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)