02:58 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 13:27:00, 1711 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე დიასპორის წარმომადგენლებს: ჩვენი მიზანია, სადაც არ უნდა იყოთ, იყოთ კავშირში თქვენს სამშობლოსთან

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევერთხელ მადლობა გადაუხადა დიასპორის  წარმომადგენლებს  თბილისში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობისათვის და აღნიშნა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიისგანხორციელებაში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. 
 
მინისტრი მიესალმა ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სადაც წარმოდგენილი კონკრეტული იდეები, მისი განცხადებით  აუცილებლად აისახებასამთავრობო პროგრამებსა და პროექტებში. როგორც ჯანელიძემ განაცხადა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები დამათთან ურთიერთობა პრიორიტეტულია. 
 
"ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ არის ამბიციური პროგრამა, მას სჭირდება სამოქმედო გეგმა და იმპლემენტაცია. პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები, არისის რაც ყველას გვაერთიანებს, დარწმუნებული ვარ რომ ამ შემართებით, რაც დღეს ფორუმის მონაწილეებში იგრძნობოდა ჩვენ ეფექტურად მოვახდენთ პროგრამისრეალიზაციას.  საქართველო წარმატებით ადგას ევროპული განვითარების გზას. მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ აქტიურად იყოთ ჩართული ამპროცესში. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, იყოთ კავშირში თქვენს სამშობლოსთან"-აღნიშნა მინისტრმა.  
 
დიასპორის ფორუმი 2017 ოფიციალურად დაიხურა. შეხვედრის მონაწილეებმა ფორუმის დასასრულს სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები შეაჯამეს და შემდგომითანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. თემატურ ჯგუფებში დისკუსია მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, რეგორიცაა სახალხო დიპლომატიაში დიასპორისპოტენციალის გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობის და ეროვნული იდენტობისშენარჩუნება და ა. შ. 
 
ღონისძიების დახურვის შემდგომ დიასპორის წარმომადგენლები ეწვივნენ კოჯორს, სადაც პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს იუნკერთა მემორიალი. 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics