|
2017-05-27 14:35:20, 1931 ნახვა
საზოგადოება
თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა. მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ახალი სპორტული კომპლექსის გახსნა მიულოცა. „ეს არის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის ანალოგი ჩვენს ქალაქში აქამდე არ არსებობდა. ეს ბაზა რაგბის გარდა სპორტის კიდევ 7 სახეობისთვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაგბი, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობთ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს ბაზა ჩვენი მოზარდებისა და პატარებისთვისაა, რომლებსაც მსგავსი მოედანი არ ჰქონდათ. დღეს უკვე ამ მოედანზე 300 -ზე მეტი მოზარდი აქტიურად ემზადება რაგბიში. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის შესაბამისად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა. ახალ სპორტულ კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული. მათ შორის, ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანია. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. ახალი კომპლექსს რაგბის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U20) ფარგლებში, მონაწილე ნაკრებები სავარჯიშო ბაზად გამოიყენებენ. სპორტული კომპლექსის გახსნას თბილისის მერთან ერთად ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)