|
2017-05-26 13:06:49, 1763 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
24 მაისს ბერლინში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში აღინიშნა აგრეთვე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა გააცნო, აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობა და წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობით დაგვირგვინდება. ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ახლახან, საქართველოსათვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებისათვის გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა. გარდა ამისა, მან სტუმრებს გააცნო საქართველოში საკანონმდებლო, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში მიმდინარე რეფორმები და გერმანული მხარის წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე და აღნიშნა გერმანული კომპანიების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. მიღებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეას პეშკე, რომელმაც საქართველოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს ღონისძიების ორგანიზებისათვის. მან ისაუბრა იმ განსაკუთრებულად წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც მხარეებს შორის ბოლო წლებში განვითარდა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით. ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც ფედერალური სახელისუფლებო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს შორის ასევე იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ფონდის, ბიზნეს და სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ანსამბლი „ბათუმი", რომლის მიერ შესრულებულმა მელოდიებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)