|
2017-05-24 16:15:38, 2277 ნახვა
სამართალი
მამა გიორგი მამალაძე მომდევნო სასამართლო პროცესს დაესწრება
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე 30 მაისს დანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. „აუცილებლად დაესწრება და იქნება ჩვენთან ერთად. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ პროცესზე“,-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძემ 19 მაისს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლემ არსებითი განხილვის სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამალაძის მოწოდების საფუძველზე პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა და დაცვის მხარემ საპროცესო კანონმდებლობა დაარღვიეს, როდესაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს. როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნა ადვოკატთა ეთიკის კომისიას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავდა. თუმცა, ადვოკატებმა პროცესიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია სასამართლო სხდომის განხილვებზე დააბრუნა, ხოლო მესამე ადვოკატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. რაც შეეხება 30 მაისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, მიხეილ რამიშვილის თქმით, მხარეები თავდაპირველად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ასევე დასაშვებად სცნო დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება ორის გარდა, რომელიც გადაცემებისგან საეთერო ჩანაწერებს ეხება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)