|
2017-05-24 16:06:11, 2610 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინებას, პირველად აზიაში, ტაივანი დააკანონებს
ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ლეგალურად ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ. ტაივანი აზიაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ლგბტ წყვილებს ქორწინების საშუალებას მისცემს. აქტივისტებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ქორწინების უფლების მოპოვებას, აღნიშნული ცვლილება სიხარულით აღნიშნეს. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი აქტივისტები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და სასამართლოს მხარდაჭერით საწადელს მიაღწევენ. გასულ წელს მმართველმა პარტიამ თვითმმართველ კუნძულზე ცვლილებას მხარი დაუჭირა. ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინების ასობით მხარდამჭერი ტაივანის პარლამენტის წინ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსანიშნავად შეიკრიბა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)