13:26 - 29 Oct, 2026
|
2017-05-24 14:42:34, 2483 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, კიდევ 3 პირი დააკავეს
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, კიდევ სამი პირი დააკავეს. „Sky News“–ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში აიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სულ ოთხი ადამიანია დაკავებული. შეგახსენებთ, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი, დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)