23:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 11:55:38, 2531 ნახვა

საზოგადოება
სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომლის სავარაუდო მონაწილე ლაშა თორდიაა

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა თბილისის ერთ-ერთ ბარში სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოს ავტორის მტკიცებით, მასზე ასახულ კადრებში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება. მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. ვიდეოს ავტორი წერს, რომ ლაშა თორდიას გაღიზიანება მუსიკის ხმის აწევის შესახებ მისივე თხოვნამ გამოიწვია, რომელზეც სავარაუდოდ ბარის თანამშრომლებმა უარით უპასუხეს.

ვიდეომასალა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. კადრები სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს არის გადაღებული.

გენერალურ აუდიტორს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებთ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics