|
2017-05-23 12:31:21, 2347 ნახვა
მსოფლიო
პუტინი მანჩესტერის ტერაქტზე: ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. "მტკიცედ ვგმობთ ამ ცინიკურ და არაადამიანურ დანაშაულს. ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტული აქტი დაგმო და დაადასტურა მზაობა “ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა განავითაროს როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)