23:34 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:13:45, 1577 ნახვა

საზოგადოება
„მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებისგან შეტყობინება არ შესულა“

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება საკონსულოს ცხელ ხაზზე არ შესულა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საელჩოს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ, თუკი რაიმე დასჭირდებათ.

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მოქმედებს: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics