|
2017-05-23 10:36:35, 2434 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის შს მინისტრი: ბარბაროსული თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ
ეს იყო ბარბაროსული თავდასხმა, რომლის სამიზნეც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. „ჩემი ფიქრები ახლა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან არის და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა იზიარებს ამ ემოციას. მინდა პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მთელი ღამის განმავლობაში პროფესიონალურად იმუშავეს, მათ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. დანარჩენ დეტალებზე შს მინისტრმა არ ისაუბრა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის კომენტარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება. "მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ იყვნენ ყურადრებით, თუმცა პანიკას არ უნდა აყვნენ. ჩვენ ქვეყანას ადრეც გადაუტანია ტერორისტული აქტები და ჩვენ მაინც ძლიერად გავუმკლავდით ყველაფერს. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ არენაზე მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტის შედეგად თვითონ მომღერალი არ დაშავებულა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)