13:27 - 29 Oct, 2026
|
2017-05-23 09:22:16, 2834 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო ინფორმაციით მანჩესტერში აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 59 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპ მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპ მომღერალი არიანა გრანდე. მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)