|
2017-05-22 21:35:49, 2396 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის ეროვნული გამოცდების 3 ივლისს დაიწყება - რა ცვლილებები შევიდა საგამოცდო პროცესში
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ჯერ–ჯერობით უცნობია, 41 500 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან რამდენი მათგანი წარსდგება საბოლოოდ გამოცდებზე, რადგან სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგად ამ რაოდენობაში ცვლილება შევა. საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები სტუდენტობისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უკვე არსებობს ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით, თუმცა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განრიგის გამხელისაგან თავს იკავებს. “განრიგი არსებობს, მაგრამ ჯერ ეს საბოლოო ვერსია არა რის, რადგან გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ველოდებით. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 41 500–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი შეიცვლება. ამიტომ, შესაძლებელია თარიღებიც შეიცვალოს – დღეები საგნების მიხედვით გადანაწილდეს და ა.შ. ეს თეორიულად შესაძლებელია და არ გვინდა აბიტურიენტები დავაბნიოთ. გამოსაშვები გამოცდების დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და შემდეგ უკვე განრიგის საბოლოო ვერსიასაც მოვამზადებთ”, – ამბობს მაია მიმინოშვილი. მისივე ინფორმაციით, ცვლილებებია საგამოცდო სექტორების კუთხით. წელს საგამოცდო ცენტრებს ახალი, 103–ე სკოლა დაემატება, რომელიც ისანი–სამგორის რაიონში მდებარეობს. ამის საჭიროება ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო სექტორების შემცირების გამო დადგა. როგორც მიმინოშვილი განმარტავს, ეს იმ აუდიტორიების შემცირებამ გამოიწვია, რომელთა გამოყენებაც გამოცდებისათვის შეიძლებოდა. “ფაკულტეტებმა სართულები აითვისეს. ზოგიერთ ოთახში კაბინეტები გაკეთდა და საგამოცდო სექტორად ვეღარ ვიყენებთ. საბოლოო ჯამში, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტზე სრულად უარს ვიტყვით. გარეუბნებში მდებარე სკოლები გაცილებით ეფექტურია. მათ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ, წყნარი და მშვიდი გარემო. მიმდებარე ტერიტორიებიც ისეთია, რომ არც სამანქანო გზები უშლის ხელს და გამოცდებიც უფრო წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს. ასე რომ, მომავალში უმაღლეს სასწავლებლებს ალბათ სრულად ჩავანაცვლებთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების მოწყობა მიმდინარეობს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)