|
2017-05-22 18:22:57, 2622 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
ტრამპი ისრაელში: ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საგარეო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის შემდეგ, ისრაელს ეწვია. შეხვედრები გაიმართა ისრელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნატანიაჰუსთან და პრეზიდენტ როვენ რივლინთან. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი იუდეველების გოდების კედელსა და იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარს ეწვია. სამშაბათს აშშ–ის პრეზიდენტი ბეთლემსაც მოინახულებს. “ჩემს პრეზიდენტობამდე, იშვიათად გვქონდა, ამ რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობა. ტერორიზმის დამარცხება, ჰარმონიული მომავლის, კეთილდღებისა და მშვიდობის შექმნა მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპი მოგვიანებით პალესტინის პრეზიდენტსაც შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელსა და ვატიკანში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)