|
2017-05-22 13:42:18, 1919 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო
ბათუმის ახალ ბულვარში კომპანია ,,მეტროს" სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმი" გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და კომპანია „მეტროს" დირექტორთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი „მეტროსითი ფორუმი" დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ,,მინდა მივულოცო ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა. უამრავი სევრცე შენდება რეგიონში, რაც საუკეთესო საშუალებაა უამინდობის დროს. ჩვენი ქალაქელები, სტუმრები შეძლებენ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ, გაერთონ სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია კინოდარბაზი, სწრაფი კვების ობიექტები, ატრაქციონები. 500-მდე ადამიანი დასაქმდება ამ ბიზნეს-ცენტრში. სავაჭრო ცენტრის შენობა 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. ჩვენი რეგიონის განვითარების კუთხით ცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სავაჭრო ცენტრის გახსნისას. 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, კეთილმოწიბილია ესკალატორებით, ლიფტით, თანამდეროვე ლოჯისტიკური სისტემით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე სტანდარტებით. პროექტის საინვეტსიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია. სავაჭრო ცენტრში 500-ამდე ადგილობრივი დასაქმდება. როგორც კომპანია „მეტრო"-ში აცხადებენ, სავაჭრო ობიექტი დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებით, როგორებიცაა ტანისამოსი, აქსესუარები, კვების ობიექტები, პარფიუმერია, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი. კომპანიის წარომადგენლების განცხადებით, კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ ბრენდებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ ბრენდთან. ცენტრში წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში უკვე არსებული ახალი ბრენდები, ასევე უცხოური ბრენდებიც. (NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)