|
2017-05-22 10:11:48, 1645 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამსახურებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სასახლის დარბაზებსა და შიდა ბაღებში მრავალფეროვანი აქტივობები სასახლის 24 მიმართულების კაბინეტებისა და წრეების მოსწავლეებმა გამართეს. ასევე, გამოფენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობის, ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეების ნამუშევრები. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ეროვნულ სასახლეში უკეთესი პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს. „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იუბილარია. მე მინდა სასახლეს მივულოცო იუბილე. თითოეულ იმ ადამიანს ვინც აქ მოღვაწეობს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ პატარას, რომელიც აქ იდგამს ფეხს. ძალიან ნიჭიერები არიან, საოცარი მომავალი თაობა გვყავს, ამიტომ თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რათა უფრო მეტი და ღირსეული მომავალი თაობა გავზარდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდა. (NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)