19:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 15:06:06, 2395 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებამ 40 რუს ხელოვანს ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა

უკრაინის ხელისუფლებამ 40 რუსი ხელოვანი ქვეყანაში არ შეუშვა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ ნაზარენკოს განცხადებით, ხელოვანებს ქვეყანაში შესვლა იმის გამო ეკრძალებათ, რომ ანექსირებულ ყირიმში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მედია საშუალების ინფორმაციიტ, აკრძალვა ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება.

ე.წ. შავ სიაში შევიდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან: ლოლიტა მილიავსკაია, იულია სამოილოვა, ნატაშა კარალიოვა, ნიკოლაი დობრინინი, ლუდმილა არტემიევა და სხვები.

ნაზარენკოს ინფორმაციით, 2016 წელს უკრაინაში შესვლა 5 400 ადამიანს აეკრძალა, მათ შორის 1 200 მოქალაქეს რუსეთიდან. მისივე თქმით, 2017 წელს ქვეყანაში 2 500 ადამიანი ვერ შემოვიდა, აქედან 616 ადამიანი რუსეთის მოქალაქეა. 

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics