|
2017-05-20 00:02:40, 2136 ნახვა
საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, - აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. საავადმყოფოს პაციენტის განცხადებით, ერთ-ერთი ნასროლი ტყვია საწოლსაც მოხვდა. „ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდნეიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც“, - აღნიშნა პაციენტმა. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმართულებით გასროლა, სავარაუდოდ წინ მდებარე კორპუსიდან მოხდა. საავადმყოფოს მიმდბარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)