|
2017-05-19 14:39:37, 718 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო SKY TOWER-ი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია „მეტროს" დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა. კიდევ ერთი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER-ის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნომერია განთავსებული, 94 სტანდარტული და 7 ლუქსი. მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. სასტუმროს 21-ე სართულზე SKY Bar-ი ტერასით იფუნქციონირებს. სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობაზე კი დასაქმებული იყო 200 ადამიანი. "მეტრო ატლას ჯორჯიამ" პროექტი Metrocity Batumi-ს განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა. პროექტი ორი კორპუსისგან შედგება, სადაც განთავსებულია 464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. პროექტის ფარგლებში აშენდა ასევე სასტუმრო EUPHORIA-ც, სადაც 415 სასტუმრო აპარტამენტია. EUPHORIA-ში ასევე მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზეა გათვლილი. კომპანია "მეტრო ავრასია ჯორჯია" "ინტურისტ ბათუმი"-ს 50%-იან წილს ფლობს. "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული. ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშრუტებს.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)