|
2017-05-19 09:34:51, 1748 ნახვა
საზოგადოება
ოთარ წოწორია: ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული
„ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული“,-ამის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმამ, ოთარ წოწორიამ აჭარაში მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ოთარ წოწორია მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. როგორც წოწორიამ აღნიშნა, ჩხრეკისას ამოღებული ორი სანადირო თოფი მას ეკუთვნის,მაგრამ ერთი კისტის თოფი, პისტოლეთი და 100-მდე ვაზნა მას არასოდეს უნახავს. „ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. ალბათ, ანგარიშსწორებაა. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რეგისტრირებულია, დანარჩენი წარმოუდგენელია საიდან გაჩნდა ჩემთან. ჩვენი სახლი არ იკეტება, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ, სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რვა დღე სახლი იყო უკონტროლოდ“,- განაცხადა წოწორიამ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)