|
2017-05-18 14:07:34, 1604 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას, ფარუქ ჩელიქს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სტამბოლში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, დარგში ინოვაციების დანერგვისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერით. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და იმ მაღალი ღირებულების ნიშური პროდუქტების, რომლებსაც აქვთ პოტენციალი ადგილი დაიკავონ საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან, დავითაშვილის თქმით, 2012 წელს საქართველო-თურქეთს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ბრუნვა 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა და 60 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირების და დიდი პოტენციალის არსებობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში, საწარმოების აღიარების გზით, ხელს შეუწყობენ საქართველოდან თურქეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების, თაფლის, თევზისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას. შეხვედრას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)