|
2017-05-18 11:28:00, 1691 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება
„თეგეტა მოტორსი“ ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოვებასთან დაკავშირებით „იონიზაციის“ სერვისს გთავაზობთ. ზაფხულის პერიოდში ყველაზე მეტი დატვირთვა ავტომობილის კონდიციონერზე მოდის, ალბათ ხშირად გიგრძვნიათ მისი ჩართვისას უსიამოვნო სუნი, რაც არა მხოლოდ უსიამოვნო არამედ საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია ზამთრის პერიოდში მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც რამოდენიმე წუთით ჩართოთ კონდიციონერი, რაც მისი გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. ზაფხულის დადგომისას მძღოლების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ მიმართავს სერვისს, როდესაც ავტომობილში კონდიციონერი გამართულად არ ფუნქციონირებს. ის ფაქტი რომ კონდიციონერი უზრუნველყოფს გაგრილებას, არ ნიშნავს რომ ყველაფერი წესრიგშია. შესაძლებელია კონდიციონერი გამართულად მუშაობდეს თუმცა უსიამოვნო სუნი მაინც თანსდევდეს, რაც კონდიციონერის ჰაერის სისტემაში თვეობით დაგროვებული მტვერის, მიკრობებისა და ბაქტერიების ბრალია. ეს ყველაფერი მომავალში შეიძლება მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს, ვინაიდან პირდაპირ ჩვენს ფილტვებში ხვდება. ამიტომ სანამ კონდიციონერის გამოყენებას დავიწყებთ აუცილებელია მისი ჰაერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით. „თეგეტა მოტორსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ავტომობილის კონდიციონერის საჰაერო სისტემის წმენდისა და იონიზაციის უახლესი აპარატურა და ხსნარები შემოიტანა. კონდიციონერის საჰაერო სისტემის წმენდა მეტად რთული პროცესია და აუცილებელია ეს მხოლოდ პროფესიონალებს ვანდოთ. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრში თქვენ „იონიზაციის“ მომსახურების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოგემსახურებიან. აღნიშნული სერვისი სასურველია 6 თვეში ერთხელ ან სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. აღნიშნული სერისით სარგებლობა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5-ში.
(R)
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



