|
2017-05-17 14:37:23, 1781 ნახვა
საზოგადოება
„ხატე საქართველოსთვის" - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს
22 მაისს ქალაქ მცხეთაში მეხუთე საერთაშორისო არტ-ფესტივალი „ხატე საქართველოსთის" გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენაში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან და საქართველოდან (სულ 24 მხატვარი და სამი საერთაშორისო კურატორი). დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ფესტივალის მონაწილეები 5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ მცხეთაში და მის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს შეეძლებათ 26 მაისს მცხეთის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე, ხოლო 27 მაისს - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოეთეკაში. გარდა გამოფენებისა, ფესტივალის მონაწელეები დაინტერესებული პირებისთვის ჩაატერებენ საინტერესო ვორქშოპებს, 22, 23 და 25 მაისს ვორქშოპები მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, სვეტიცხოვლის მახლობლად გაიმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)