|
2017-05-17 13:04:23, 1727 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“: მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ლგბტ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად
აუდიტორია 115 ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. ისინი ლგბტ თემის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. „დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სიცოცხლის უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი. აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. არ გვავიწყდება ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იბრძოდნენ და იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის ! აუცილებლად, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს პოლიციის კორდონები აღარ გაჰყოფს. ჩვენ, ჩაგრულ ადამიანებს, არ გვაქვს ფუფუნება დაყოფის და დანაწევრების, ერთმანეთთან დაპირისპირების. ჩვენ გაგვაერთიანებს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ !“,-ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)