|
2017-05-17 11:41:57, 1635 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუშვეს (ვიდეო)
სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი სამართალდამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუშვეს. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ და უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. შეზღუდვამ სასულიერო პირებისა და მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა მათთვის განკუთვნილ ტრანსპორტამდე მიაცილეს. აქცია „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა და მისი ლოზუნგი იყო - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)