|
2017-05-17 10:34:12, 2022 ნახვა
საზოგადოება
„ნუ დადგები ძალადობის მხარეს“ - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ლოზუნგია - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძემ განუცხადა, მათი მიზანია, პროტესტის გამოხატვა არსებული ძალადობისა და ჩაგვრისადმი, რასაც ყოველდღიურად განიცდიან ლგბტ ადამიანები. ბერიანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთად, როგორიც არიან და შეწყვიტონ ძალადობა. აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, მათ პირველად შეძლეს ამგვარად შეკრება: „არ მოგვკლათ, არ გამოგვყაროთ სახლებიდან, შექმნას სახელმწიფომ ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი დაცვისათვის, ამას ვითხოვთ ჩვენ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას. 17 მაისს ჰომოფიობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)