|
2017-05-16 18:23:54, 1891 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის თასი - ჩემპიონი გათამაშებას მერვედფინალიდან დაემშვიდობა
13-14 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. ეტაპი „დიდუბე“ – „ვაზისუბნის“ დაპირისპირებით დაიწყო, რემელშიც დიდუბემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 იმარჯვა. მეორე შეხვედრაში „35-ე თბილისმა“ დიდი ანგარიშით სძლია „ბასიანს“ 7-2. მესამე შეხვედრაში კი, „ტტც“-ემ 3-1 იმარჯვა „ს.ფ.კ ლოკომოტივთან“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „ნახალოვკამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „სეუ“. აღნიშნული შეხვედრა მოყვარულთა თასი 2016 -ის ფინალის გამეორება გახლდათ. შარშან, „სეუმ“ 2:0 დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონიც გახდა. აღნიშნულ შეხვადრაში კი ანგარიში „ნახალოვკამ“ ნიკა მაისურაძის გოლით გახსნა. სეუმ კი, მალევე გაათანაბრა გიორგი მარაქველიძის შედეგიანი დარტყმით. პენალტების სერიაში უკეთ ნახალოვკა გაისარჯა-5:3. რევანში შედგა. ჩემპიონი გათამაშებას გამოეთიშა. 14 მაისის შეხვედრაში „თ.ს სასამართლომ“ 4:1 სძლია „ბასას“, „დადიანმა“ 8:1 „ინტექსს“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „უქიმერინმა“ 1:0 იმარჯვა „სსგ აფხაზეთთან“. ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)