|
2017-05-15 15:46:32, 1495 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა
დღეს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა. რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითაც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა. ღონისძიების გახსნისას საქართველოს უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა. რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ. ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.დღეს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა. რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითაც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა. ღონისძიების გახსნისას საქართველოს უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა. რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ. ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)