17:44 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 14:56:16, 1757 ნახვა

საზოგადოება
დაპირისპირება პროფკავშირების აქციაზე - მოქალაქეები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ

„როდემდე 9 მაისი“, „ვილოცოთ გარდაცვლილთათვის და ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის” - ამ შეძახილებით პროფესიული კავშირის წევრები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისაკენ მიემართებიან.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები გზის მეორე სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ხელისუფლებას შრომითი ინსპექციის გადახედვისაკენ და ქმედითუნარიანი შრომითი კანონების შემოღებისაკენ მოუწოდებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics