|
2017-05-12 14:37:43, 2087 ნახვა
საზოგადოება
apsny: დავით საგანელიძე საერთაშორისო გამოფენას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად დაესწრო
უმრავლესობის ყოფილი ლიდერი და საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ჩინეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან, „საერთაშორისო ფონდ აპსნი“-ის ხელმძღვანელ სენერ გოგუასთან ერთად დაესწრო, - ამის შესახებ Apsny იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გოგუა ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილეა. სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია "Huahe International"-ის ეგიდით გაიმართა, რომლის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტი დავით საგანელიძეა. "დავით საგანელიძე საქართველოში საჯარო სამსახურში მომუშავე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი დაახლოებით 33 ათას ლარს შეადგენს. 2016 წელს მისმა შემოსავალმა 404 250 ლარი შეადგინა. როგორც თვითონ საგანელიძე აცხადებს, მისი ოფიციალური ხელფასი 21 ათას ლარია", - წერს apsny.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)