2017-05-12 10:47:07, 1532 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.
კერძოდ, შეკითხვაზე - არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის, 40% ფიქრობს, რომ არ არის, ხოლო 8% აცხადებს, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან