|
2017-05-11 16:31:49, 1664 ნახვა
საზოგადოება
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდან ისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე. საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობები გავრცელდეს ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეიმუშაონ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში. ისრაელის დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი ამნონ შმუელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ზვიად გონაძე, მონაწილეობდნენ - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - პაატა კალანდაძე. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ისრაელის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი- შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)