|
2017-05-11 13:58:17, 1901 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბი“ გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხოჭოლავა მედიაციის სახლში, პროექტ - „გოგონათა კლუბის" მონაწილეებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა. პროექტის მიზანი 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან. თათია ხოჭოლავამ „გოგონათა კლუბის“ მონაწილეებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში თავად იყო მსგავსი პროექტის მონაწილე. მან გოგონებს პროექტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. ამ გაცნობითი შეხვედრის შემდეგ გოგონებისთვის ორგანიზაცია ,,ჰერა XXI’’-ის ექიმმა ნატო შენგელიამ 20 გოგონას რეპროდუციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრა. პროექტი „გოგონათა კლუბი" 2015 წლიდან მედიაციის სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეეები ერთვებიან. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)